გამყიდველი
ონლაინ მაღაზია www.eurolux.ge - საყოფაცხოვრებო ტექნიკის, საოჯახო ჭურჭლის მაღაზიაა, რომელიც საშუალებას გაძლევთ შეიძინოთ და მიიღოთ შეკვეთა თქვენთვის სასურველ მისამართზე.
ჩვენი პროდუქციის შეძენა:
1)გაიარეთ მარტივი რეგისტრაცია
2)გაიარეთ ავტორიზაცია
3)შეარჩიეთ სასურველი პროდუქცია და მოათავსეთ კალათაში
4) დაგვიკავშირდით სასურველი პროდუქციის ნაშთის და ფერის არსებობის დასაზუსტებლად
5) კურსორის დაჭერით გადადით კალათაში , შეამოწმეთ კალათაში არსებული პროდუქცია და რაოდენობა და დააჭირეთ ყიდვის გაგრძელებას
6) მიყევით ბმულს , აირჩიეთ თქვენთვის სასურველი მისამართი, თქვენთვის სასურველი გადახდის საშუალება, (ბარათით გადახდა, საბანკო გადმორიცხა ან განვადება) და დაასრულეთ გადახდა.
ნივთის მიწოდება:
ნივთის მიწოდება ხდება თქვენს მიერ რეგისტრაციის დროს ან ტელეფონის საშუალებით მითითებულ მისამართზე
თბილისის მაშტაბით ნივთის მიწოდება ხდება უშუალოდ მისამართზე, კორპუსის შემთხვევაში სადარბაზოსთან( კურიერი არ ახდენს ლიფტით ან კიბეებით ნივთის ატანას)
რეგიონის მასშტაბით ნივთის მიწოდება ხდება საქართველოს ფოსტის ადგილობრივ ფილიალში ან სამარშუტო ხაზის მეშვეობით, სადაც მომხმარებელი ვალდებულია თავად მივიდეს საქართველოს ფოსტის მისამართზე, ან სამარშუტო ხაზის სადგურზე/გაჩერებაზე.
პროდუქციის აღწერილობა
მწარმოებელი და მომწოდებელი (ონლაინ მაღაზია eurolux.ge) იტოვებს უფლებას შეტყობინების გარეშე შეიტანოს ცვლილება პროდუქციის მახასიათებლებში.
მომხმარებელი ვალდებულია შეძენამდე წინასწარ გაეცნოს პროდუქციის დეტალურ ინფორმაციას და ამის შემდგომ მოახდინოს შეკვეთის გადახდა/ანგარიშწორება.
ნივთის დაბრუნება
მომხმარებელს შეუძლია გააუქმოს შეკვეთა და მოითხოვოს სრული თანხა
ასევე ვებ გვერდი ვალდებულია დააბრუნოს თანხა უკან თუ:
ბანკის მიერ მიღებული, დამტკიცებული და მომხმარებლის მიერ დადასტურებული(ხელმოწერილი) განვადება არ ექვემდებარება გაუქმებას (შესაძლებელია მხოლოდ ნივთის გადაცვლა საწარმოო წუნის აღმოჩენის შემთხვევაში) .
შეკვეთის უკან დასაბრუნებლად აუცილებელია დაგვიკავშირდეთ ყოველდღე სამუშაო საათებში: 10:00-დან 18:00-მდე
შეკვეთის გადაცვლა
დაუზიანებელი და უნაკლო პროდუქციის გადაცვლის ვალდებულება არ აქვს ვებ გვერდს, მაგრამ შესაძლებელია ურთიერთშეთანხმებით მოხდეს შეცვლა/გადაცვლა იგივე ფასის ან უფრო მეტ ფასიანი თანხის დამატებით
შეცდომით ზედმეტად გადახდილი თანხა
ამ შემთხვევაში დაგვიკავშირდით და 3-4 სამუშაო დღის ვადაში აუცილებლად დაგიბრუნდებათ ანგარიშზე ზედმეტად გადახდილი თანხა